ტრენინგ ცენტრის შესახებ

იხილეთ სრულად

ჩვენ შესახებ

“ ბლაუენშტაინ - ედუ” შეიქმნა 2018 წელს. 

„ბალუენშტაინ ედუს“ შექმნის აუცილებლობა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული კადრების სიმცირემ განაპირობა.  

“ ბლაუენშტაინ - ედუ”-ს მიზანია, სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების   მომზადება,სფეროში ჩართული ადამიანების ცოდნის გაღმავება და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა,რათა ამ სფეროში ჩართული სუბიექტებისათვის უფრო ეფექტური გახდეს თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა და ფეხი აუწყონ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს.

“ ბლაუენშტაინ - ედუ”, წარმოადგენს ტრენინგ-ცენტრს. სამომავლოდ კი დაგეგმილია, მისი კოლეჯად ჩამოყალიბება.
“ ბლაუენშტაინ - ედუ”-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგებს ესწრებიან, როგორც კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველოს" პარტნიორი ფერმერები, ასევე
სხვა, დაინტერესებული პირები. "ბლაუენშტაინ - ედუს" მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს უძღვებიან, ქართველი ტრენერები.
“ბლაუენშტაინ-ედუ” უზრუნველყოფს, შვეიცარიელი სპეციალისტების საქართველოში ჩამოყვანას და მათ მიერ მასტერკალსების ჩატარებას.
“ ბლაუენშტაინ - ედუ”, გაცემს სერთიფიკატს შემდეგ სპეციალობებში :
· მინდვრად საკვებწარმოება
· მსხვილფეხა რქოსანის მოვლა-შენახვა
· მდელოდ საკვებწარმოება
· მსხვილფეხა რქოსანის საკვები საშუალებები და მათი ხარისხი
· მსხვილფეხა რქოსანისთვის საკვების შენახვა და დასაწყობება
· მსხვილფეხა რქოსანის კვება და კვების ტექნიკა

* დაგეგმილია სპეციალობების გაზრდა
“ ბლაუენშტაინ - ედუ”, აგრეთვე ატარებს შიდა ტრენინგებს, სხვადსხვა სპეციალობის შესასწავლად. “ბლაუენშტაინ - ედუ” - ს შექმნისას გათვალისწინებული იქნა რეგიონის სპეციფიკა და მოთხოვნები სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით. სასწავლო ცენტრი სასწავლო საქმიანობის განხორციელებით ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგების მომსახურების გაუმჯობესებას. პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმტკიცებით, ტრენინგების საჭიროებათა განსაზღვრით, სასწავლო კურსების ჩამოყალიბებით, შესაძლებელი გახდება დიპლომის შემდგომი განათლების სისტემის განვითარება. სასწავლო ცენტრი ადგილობრივ პარტნიორ ფერმერებსა და კომპანიის თანამშრომლებს, აძლევს შესაძლებლობას, შეიძინონ ან გაირღმავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ყოველივე ეს, ადგილობრივ ფერმერებს ხელს უწყობს, რათა საკუთარი საქმიანობა დაუბრკოლებლად წარმართონ. სრული პროგრამის მოსმენის, შემდგომ ტესტის წარმატებით ჩაბარების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ქონის შემთხვევაში, გაიცემა ტრენერის სერთიფიკატი. მსმენელის სერთიფიკატი გაიცემა მონაწიელობის მიღებით ინფორმაცია, დაგეგმილი ტრენინგების და მასტერკლასების შესახებ, მუდმივად გამოქვეყნდება, კომპანიის ოფიციალურ "facebook" გვერდზე.

სერვისები

სოფლის მეურნეობა

კვების წარმოება

ტურიზმი და სასტუმროს საქმე

მენეჯმენტი

სასწავლო ცენტრი

რატომ  „ბლაუენშტაინ ედუ“ ? - ეს არის სასწავლო ცენტრი, სადაც არის მხოლოდ უმაღლესი დონის სწავლება, შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგებით.

„ბლაუენშტაინ ედუს“ მიზანია ჩამოყალიბდეს პროფესიულ კოლეჯად, რომელიც იქნება დაფუძნებული „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების“ მეთოდზე.

„ბლაუენშტაინ ედუ“, ამ ეტაპზე პატარა სასწავლო მოდულებით მუშაობს, თუმცა სამომავლოდ დაგეგმლია, ცენტრის პროფესიულ კოლეჯად გარდაქმნა, რომელიც გაზრდის წარმოების დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს (მერძევე,ხორცის პირველადი დამუშავების სპეციალისტი, ვეტერინარი და სხვ.)

სასწავლო ცენტრში ( მომავალში პროფესიულ კოლეჯში) იქნება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლება (პრაქტიკული სწავლა განხორციელდება,  „ბლაუენშტაინ საქართველოს“  კუთვნილ ფერმასა და სწავლისთვის შესაბამის სხვა ობიექტებზე)

სალექციო კურს წარუძღვებიან, როგორც ქართველი, ისე სპეციალურად, შვეიცარიიდან მოწვეული კვალიფიციური პედაგოგები და ტრენერები.

კურსდამთავრებულებს მიეცემათ ღირსეულად დასაქმების საშუალება კერძო  თუ საჯარო სექტორში.

პირველ ეტაპზე, კოლეჯი იქნება რაჭაში, თუმცა მომავალში, მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, დაგეგმილია ფილიალის გახსნა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

სასწავლო ცენტრს ექნება საკუთარი საცხოვრებელი კამპუსი, რომელიც აღჭურვილი იქნება, კვების ობიექტებით და შესაბამის თანხის გადახდის შემთხვევაში, სტუდენტს ექნება საშუალება იცხოვროს კამპუსში, სადაც სტუდენტს ექნება ცხოვრებისათვის საჭირო ყველა პირობა.

წლის დასაწყისში ცნობილი იქნება დისციპლინები, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, ტრენერის მოწვევა და მოთხოვნადი საგნის სწავლება.

ევროპული პროფესიული კოლეჯების სტანდარტების შესაბამისი სასწავლო დაწესებულების არსებობა  მოსახლეობისათვის გახდება  შანსი, შეიძინონ მაღალი ხარისხის ცოდნა და გამოცდილება.

სასწავლო ცენტრში მოხვედრა, შესაძლებელია ვებ გვერდიდან - http://btq.edu.ge