ჩვენ შესახებ

“ ბლაუენშტაინ - ედუ” შეიქმნა 2018 წელს. 

„ბალუენშტაინ ედუს“ შექმნის აუცილებლობა, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული კადრების სიმცირემ განაპირობა.  

“ ბლაუენშტაინ - ედუ”-ს მიზანია, სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების   მომზადება,სფეროში ჩართული ადამიანების ცოდნის გაღმავება და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა,რათა ამ სფეროში ჩართული სუბიექტებისათვის უფრო ეფექტური გახდეს თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა და ფეხი აუწყონ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს.

“ ბლაუენშტაინ - ედუ”, წარმოადგენს ტრენინგ-ცენტრს. სამომავლოდ კი დაგეგმილია, მისი კოლეჯად ჩამოყალიბება.
“ ბლაუენშტაინ - ედუ”-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგებს ესწრებიან, როგორც კომპანია "ბლაუენშტაინ საქართველოს" პარტნიორი ფერმერები, ასევე
სხვა, დაინტერესებული პირები. "ბლაუენშტაინ - ედუს" მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს უძღვებიან, ქართველი ტრენერები.
“ბლაუენშტაინ-ედუ” უზრუნველყოფს, შვეიცარიელი სპეციალისტების საქართველოში ჩამოყვანას და მათ მიერ მასტერკალსების ჩატარებას.
“ ბლაუენშტაინ - ედუ”, გაცემს სერთიფიკატს შემდეგ სპეციალობებში :
· მინდვრად საკვებწარმოება
· მსხვილფეხა რქოსანის მოვლა-შენახვა
· მდელოდ საკვებწარმოება
· მსხვილფეხა რქოსანის საკვები საშუალებები და მათი ხარისხი
· მსხვილფეხა რქოსანისთვის საკვების შენახვა და დასაწყობება
· მსხვილფეხა რქოსანის კვება და კვების ტექნიკა

* დაგეგმილია სპეციალობების გაზრდა
“ ბლაუენშტაინ - ედუ”, აგრეთვე ატარებს შიდა ტრენინგებს, სხვადსხვა სპეციალობის შესასწავლად. “ბლაუენშტაინ - ედუ” - ს შექმნისას გათვალისწინებული იქნა რეგიონის სპეციფიკა და მოთხოვნები სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით. სასწავლო ცენტრი სასწავლო საქმიანობის განხორციელებით ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგების მომსახურების გაუმჯობესებას. პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმტკიცებით, ტრენინგების საჭიროებათა განსაზღვრით, სასწავლო კურსების ჩამოყალიბებით, შესაძლებელი გახდება დიპლომის შემდგომი განათლების სისტემის განვითარება. სასწავლო ცენტრი ადგილობრივ პარტნიორ ფერმერებსა და კომპანიის თანამშრომლებს, აძლევს შესაძლებლობას, შეიძინონ ან გაირღმავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ყოველივე ეს, ადგილობრივ ფერმერებს ხელს უწყობს, რათა საკუთარი საქმიანობა დაუბრკოლებლად წარმართონ. სრული პროგრამის მოსმენის, შემდგომ ტესტის წარმატებით ჩაბარების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ქონის შემთხვევაში, გაიცემა ტრენერის სერთიფიკატი. მსმენელის სერთიფიკატი გაიცემა მონაწიელობის მიღებით ინფორმაცია, დაგეგმილი ტრენინგების და მასტერკლასების შესახებ, მუდმივად გამოქვეყნდება, კომპანიის ოფიციალურ "facebook" გვერდზე.